ბუნდესვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუნდესვერი - (გერმანული bundeswehr – ფედერალური თავდაცვა), გერმანიის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ადმინისტრაციის სახელწოდება. შეიქმნა 1955 წელს, დასავლეთ ევროპის კავშირსა და ნატოში გერმანიის შესვლის შემდეგ. მისი შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს. სამხედრო ადმინისტრაცია ასრულებს შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის ფუნქციებს. უმაღლეს მთავარსარდალს საომარ პერიოდში წარმოადგენს ფედერალური კანცლერი, ხოლო მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებს თავდაცვის მინისტრი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.