ბარაჟირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარაჟირება (ფრანგული barrage – საგუშაგო, ღობურა), თვითმფრინავ-გამანადგურებლების ფრენა მიწისზედა ობიექტების დასაცავად გამოყოფილ ზონებში (რაიონში) განსაზღვრულ სიმაღლეზე. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იხმარება ტერმინი „ჰაერში მორიგეობა“.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017