ბიზანტია
ბიზანტია - (ბიზანტიის იმპერია), სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში; წარმოიშვა IV საუკუნეში რომის იმპერიის დაშლის შედეგად მის აღმოსავლეთ ნაწილში (ბალკანეთის ნახევარკუნძული, მცირე აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუა-ზღვისპირეთი) და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.
დედაქალაქი – კონსტანტინოპოლი,
სახელმწიფო ენა – ბერძნული.
ძლიერების მწვერვალს მიაღწია VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს, როდესაც მის შემადგენლობაში თითქმის მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი შედიოდა.
VII-IX საუკუნეებში არაბების, ლანგობარდების, ბულგარების და სლავების შემოსევების შედეგად მისი ტერიტორია ბიზანტიამ ეგრის-აფხაზეთიც დაკარგა.
1204 წელს კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს ჯვაროსნებმა. ბიზანტია აღდგა 1261 წელს, მაგრამ უწინდელი ძლიერება ვეღარ დაიბრუნა. 1453 წელს ბიზანტიის არსებობას ბოლო მოუღეს თურქ-ოსმალებმა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017