ბირემი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 25 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბირემი - (ლათინური biremis, bi – ორი, remis –ნიჩაბი), ნიჩბიანი ხომალდი, ნიჩბების ორი იარუსით ძველ რომში ძვ.წ. VIII-I საუკუნეებში (ძვ. საბერძნეთში – ბიერა). დამხმარე მნიშვნელობა ჰქონდა მართკუთხა იალქანს.
- წყალწყვა – 60-100 ტ,
- სიგრძე –30-38 მ,
- სიგანე – 5 მ-დე.
შეიარაღება – წყალქვეშა ტარანი, ბალისტები, კატაპულტები, მშვილდოსანი და შურდულით შეიარაღებული მეომრები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.