ბლინდაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:11, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბლინდაჟი - (ფრანგული blindage - საფრით გადახურვა), დახურული ტიპის საველე ფორტიფიკაციული ნაგებობა.
თავშესაფრისგან განსხვავებით, ვერ უზრუნველყოფს ქიმიური და ბიოლოგიური დასნებოვნებისგან დაცვას. შედგება ძირითადი ფართისგან 4-8 კაცზე, აქვს შესასვლელი კარი და მიწით არის დაფარული. შენდება ადგილობრივი ან სპეციალურად დამზადებული მასალისგან. პირველად გამოიყენეს სევასტოპოლის დაცვის (1854-55) დროს. ფართოდ იყენებდნენ I და II მსოფლიო ომებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.