ბრესტის ზავი 1918
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:47, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრესტის ზავი 1918 - სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, რუსეთსა და მეორე მხრით, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში (ახლანდელი ბრესტი).
რატიფიცირებულ იქნა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო IV ყრილობის მიერ 15 მარტს; გერმანიის რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და რატიფიცირებულ იქნა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის მიერ 26 მარტს.
გერმანიაში დაწყებულმა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციამ დაამხო იმპერატორ ვილჰელმ II-ის ხელისუფლება და საბჭოთა მთავრობამ 1918 წლის 13 ნოემბერს გააუქმა ბრესტის ზავი.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017