ბრიგადის გენერალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიგადის გენერალი - (ინგლისური brigadier general, ფრანგული general de brigade), მრავალი ქვეყნის (აშშ, გერმანია, თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, საქართველო და სხვა) შეიარაღებულ ძალებში შუალედური საჯარისო სამხედრო წოდება პოლკოვნიკსა და გენერალმაიორს შორის, უმაღლესი ოფიცრების პირველადი წოდება.
ბრიგადის გენერალი ატარებს ერთვარსკვლავიან სამხრეულებს (ინგლისური one-star general - ერთვარვსკლავიანი გენერალი).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.