გაბონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბონი - (Gabon - გაბონის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ, ეკვატორულ აფრიკაში. დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით - ეკვატორული გვინეა, კამერუნი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით - კონგო. ფართობი 267,7 ათ. კმ2, მოსახლეობა 1,545 მლნ. კაცი (2012). ოფიციალური ენა - ფრანგული. დედაქალაქი - ქ. ლიბრევილი. ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი. გაბონი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა 1960 წლის 17 აგვისტოდან. წარმოადგენს აფრიკის ერთ-ერთ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს. ეკონომიკის საფუძველი სამთომოპოვებითი მრეწველობაა (ნავთობი, მარგანეცი, ურანი, და სხვა), საზღვაო პორტებია: ლიბრევილი, პორტ-ჟანტილი, ოვენდო, მაიუმბა. გაბონში ოთხი საერთაშორისო აეროპორტია. შეიარაღებული ძალების საერთო შემადშემადგენლობა 4,7 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 3,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 1 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 0,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები