გადაიარაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 27 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გადაიარაღება - ჯარების (ძალების) აღჭურვა ახალი, უფრო სრულყოფილი სამხედრო ტექნიკით. იგეგმება და ხორციელდება პროგრამებით, რომლებიც მოიცავენ სამხედრო ტექნიკის მეცნიერულ კვლევას, წარმოებასა და ექსპლოატაციას; ასევე სხვა სახელმწიფოებიდან ახალი, უფრო მაღალეფექტური იარაღის შეძენას და ჯარების (ძალების) აღჭურვას.
შეიარაღების სრული გამოცვლის ციკლი სახელმწიფოთა მეცნიერულ-ტექნიკური შესაძლებლობების ამაღლების შესაბამისად განუწყვეტლივ მცირდება: XX საუკუნის დამდეგს არმიას გადაიარაღებისათვის სჭირდებოდა 20-30 წელიწადი, თანამედროვე პირობებში ეს პროცესი განვითარებულ სახელმწიფოებში 2-3-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი,2017