ბალკანეთის კამპანია 1941
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:58, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალკანეთის კამპანია 1941 – II მსოფლიო ომში (1939-45) ფაშისტური გერმანიის, იტალიის და უნგრეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ოპერაციები ბალკანეთის ქვეყნების – იუგოსლავიის და საბერძნეთის დასაპყრობად, დაიწყო 1941 წლის 6 აპრილს იუგოსლავიაში გერმანია-იტალიის ჯარების შეჭრით. 12 აპრილს ბრძოლაში უნგრეთის ჯარებიც ჩაება. 18 აპრილს იუგოსლავიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა 20 აპრილს საბერძნეთმაც მოაწერა ხელი კაპიტულაციას. ჰიტლერელთა სარდლობის ვარაუდით, ოკუპირებულ ბალკანეთს უნდა უზრუნველეყო მათი ფრონტის მარჯვენა ფრთა მომავალ ომში სსრ კავშირის წინააღმდეგ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017