ატაშე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:54, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ატაშე - დიპლომატიური მუშაკის თანამდებობა ან რანგი; პირი, რომელიც მივლინებულია საელჩოში ან დიპლომატიურ მისიაში და წარმოადგენს თავისი ქვეყნის შესაბამის უწყებას მოცემული ქვეყნის უწყებათა წინაშე. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეიძლება იყოს სამხედრო, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო ატაშე და სხვა.
ყველა კატეგორიის ატაშე დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობაში შედის და დიპლომატიური პრივილეგიებით და იმუნიტეტით სარგებლობს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017