ალაფი (სამხედრო)
ალაფი (სამხედრო) (ბერძნული tropaion, სიტყვასიტყვით – გამარჯვებულის პატივსაცემად დადგმული ძეგლი) ლაშქრობაში ნაშოვნი ქონება – დავლა, ნადავლი. მოწინააღმდეგის მიერ ბრძოლის ველზე ან კაპიტულაციის შემდეგ დატოვებული დროშები, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური ფასეულობა. ალაფი ითვლება გამარჯვებული სახელმწოფოს საკუთრებად, გამოიყენება სამხედრო და სხვა საჭიროებისათვის.
ძველ საბერძნეთში ალაფი თავდაპირველად წარმოადგენდა ხის ბოძს ზედ ჩამოკიდებული მტრის იარაღით. იდგმებოდა ბრძოლის ადგილზე და თან ერთვოდა ტექსტი ბრძოლის შესახებ, გამარჯვებულების და დამარცხებულების სახელებით. ძვ. რომში ძეგლები (ტრიუმფალური ჭიშკარი,
თაღები და სხვა) აღიმართებოდა ქალაქში. შემდგომში ეს ტრადიცია გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017