ავტომატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:02, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტომატი (ბერძნული automatos – თვითმოქმედი), ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი, შემუშავებული სიმძლავრის მიხედვით შაშხანისა და პისტოლეტის ვაზნებს შორის შუალედურ პოზიციაზე მყოფი ვაზნისთვის. ანალოგიურ იარაღს შესაძლებელია სხვა სახელწოდებაც ჰქონდეს (მაგალითად, საიერიშო შაშხანა). ავტომატი ითავსებს შაშხანების შორს სროლას, სიზუსტეს და პისტოლეტტყვიამფრქვევის სისწრაფეს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017