თურთუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თურთუ (ბალყ.-ყარაჩ. – Турту) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართი ნჲოგერის ძმა. როგორც კი შეიტყობს, რომ ძმის სიკვდილში ბრალი ავენიან გილჲახსირ-თამს მიუძღვის, ამ უკანასკნელის საიდუმლო საცხოვრებელში შედის, კლავს მას და მის ცოლ-შვილს მდუღარე წყალში აგდებს.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017