საბუქსირო კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 6 აპრილი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბუქსირო კვანძი

საბუქსირო კვანძი

ეს კვანძი გამოიყენება გვარლის მისაბმელად საბუქსირო კავზე ან ბიტენგზე*. ის განსაკუთრებით მოხერხებულია იახტის საბუქსიროდ, ამ შემთხვევაში თოკს ამ კვანძის საშუალებით ანძასთან ამაგრებენ გემბანის ზედაპირთან ახლოს.

საბუქსირო კვანძი მოხერხებულია იმით, რომ ადვილია საბუქსირო გვარლის შეკავება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მისი ნაწილობრივი ან მთლიანი მიშვება. ამავე დროს, თუ საბუქსირო გვარლი მოეშვა და მისი სიგრძე ზედმეტად მიგვაჩნია, ადვილია მისი ამოქაჩვა ან დამატებითი მარყუჟების დადება.

*ბიტენგი [ჰოლანდიურიდან ბეტინგ] - ვერტიკალური დგარი (ბოძკიბტი), რომელიც განკუთვნილია ღუზის ჩაშვებისას მისი ჯაჭვის სიჩქარის შესამცირებლად; სამდინარო ხომალდებზე გამოიყენება საბუქსირო გვარლის სამაგრად.

წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები