საკენწერო კვანძი
საკენწერო კვანძი
ეს კვანძი გამოიყენებოდა იალქნიანი გემის ანძების კენწეროსთან ბაკშტაგებისა* და შტაგის** მისამაგრებლად. ამით მისი ყულფები ლითონის ნაჭედი დეტალების მაგივრობას სწევდნენ. თანამედროვე იალქნიან ნავზე მას შეუძლია იგივე დანიშნულება შეასრულოს დროებით, ანძის გადატეხვის შემთხვევაში.
ამ კვანძის გამოყენება კარგია დროებითი საჭიმარების მისამაგრებლად ანძის დადგმის დროს.
ამ კვანძს ძველად სამხედრო საიალქნო გემებზე ჭურვების გადასატანად იყენებდნენ. ამის მიბაძვით საკენწერო კვანძის გამოყენება მოხერხებულია დიდი ნესვებისა და საზამთროების გადასატანად. ამისათვის რამდენიმე მეტრის სიგრძის თოკიც საკმარისია. კვანძი ბოლომდე არ უნდა დაიჭიმოს, ხოლო მისი სამი ყულფი უნდა შეიკრას ორი თავისუფალი ბოლოთი.
- * ბაკშტაგი [ჰოლანდიურიდან ბაკსტაგ] - გემსართავი (ბაგირი, გვარლი), რომლითაც მაგრდება ანძები, მილები და სხვა.
- **შტაგი [ჰოლანდიურიდან სტაგ] - ფოლადის გვარლი, რომლითაც დამაგრებულია ანძა წინიდან, დიამეტრულ სიბრტყეში.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4
