გახანგრძლივებული ბირთვული ომის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გახანგრძლივებული ბირთვული ომის დოქტრინა - (გახანგრძლივებული ომი - protracted war), აშშ-ის სტრატეგიული დოქტრინა, ფორმულირებული პრეზიდენტ რ. რეიგანის ადმინისტრაციის მიერ.

დოქტრინის მიღება გამოწვეული იყო სსრ კავშირის გამალებული შეიარაღებით და ითვალისწინებდა აშშ-ის მომზადებას ხანგრძლივი ომისათვის. საბჭოთა კავშირში „გარდაქმნის პოლიტიკამ“ და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვამ, ფაქტობრივად, დღის წესრიგიდან მოხსნა ამ დოქტრინის აქტუალობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები