გეოდეზიური პუნქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოდეზიური პუნქტი - წერტილი დედამიწის ზედაპირზე, რომლის მდგომარეობა განსაზღვრულია კოორდინატების სწორკუთხა სისტემით და აღნიშნულია ადგილმდებარეობაზე გეოდეზიური ნიშნით.

გეოდეზიური ნიშანი შედგება გეოდეზიური ცენტრისგან, გარე ნიშნისგან და ორი საორიენტირო პუნქტისგან.

გეოდეზიური პუნქტის კოორდინატები აღინიშნება გეოდეზიური პუნქტების კოორდინატების კატალოგში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები