ჭიმკვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 6 აპრილი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიმკვანძი
ჭიმკვანძი

ჭიმკვანძი

ამ კვანძის შეკვრა იწყება ნასკვაკიბური კვანძით, ოღონდ დამატებით, წინმავალი ნაწილი ერთხელ უნდა გავატაროთ ძირითადის ქვეშ, წინასწარ მის ზემოდან გადავლით.

ჭიმკვანძი ძალიან იჭიმება და საიმედოდ ბოჭავს. ის იმდენად ძლიერ იჭიმება, რომ ჩვეულებრივად ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი და გამოყენების შემდეგ გვარლი უნდა გაიჭრას. ჭიმკვანძს წარმატებით იყენებენ, როგორც საზღვაო საქმეში, ისე ყოფაცხოვრებაში. მისი გამოყენება შეიძლება ტომრის პირმოსაკრავად, გამკვრივების მიზნით, ნივთების შესაფუთად, დაზიანებულ კიდურებზე ჩალიჩის დასადებად და სხვა.

ზემოაღწერილი თვისებების გამო, ჭიმკვანძი მსოფლი-ოში ფართოდ არის ცნობილი დასახელებით - კონსტრიქტორი*.

*კონსტრიქტორი [ლათინურიდან ცონსტრიცტიო] - შემოჭერა, მოჭიმვა.


წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები