გზა-ხიდების კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გზა-ხიდების კონსტრუქციები - მზა კონსტრუქციები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო გზების მოსამზადებლად და სახიდე გადასასვლელების მოსაწყობად;
მათ რიცხვს განეკუთვნება: საგზაო ფარები, დრეკადი (ბადისებრი ქსოვილისა და ა.შ.) ფენილები, წყალგამტარი მილები, პატარა ხიდები, საყრდენი კედლები და სხვა. გზა-ხიდების კონსტრუქციები შეიძლება იყოს სამრეწველო ან საჯარისო დამზადების.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.