გზების აღდგენა
გზების აღდგენა - ორგანიზაციულ-ტექნიკური და სამშენებლო ღონისძიებების კომპლექსი, რომლის მიზანია დანგრეული (დაზიანებული) საავტომობილო გზების ან რკინიგზის ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რომ გამოდგეს ჯარების გადაადგილების განახლებისთვის, მატერიალური საშუალებების მიტანისა და ევაკუაციისათვის.
გზების აღდგენა მოიცავს: გზების დაზვერვას, განღობვას, რკინიგზების აღდგენას (აგებას), გზების, ხიდების ახალი მონაკვეთების და სხვა ნაგებობების მშენებლობას; აგრეთვე შემოვლითი გზების და იმ ობიექტების მშენებლობას, რომლებიც აუცილებელია გზების ექსპლოატაციისათვის.
ახორციელებენ საგზაო, სარკინიგზო საინჟინრო ჯარების, სატრანსპორტო სამინისტროებისა და უწყებების სამშენებლო ორგანიზაციების სპეციალური ფორმირებები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.