სარი ბუღა დუდეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარი ბუღა დუდეჲ (ბალყ.-ყარაჩ. Сары Бугъа Дудей) – წვიმის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. არის ავდრის მფარველი დიდაჲს ვაჟი, გვალვის მფარველი ყიზილ ბუღა დუდეჲს ძმა. გვალვიების დადგომის ჟამს სრულდებოდა სუუალიშმაყის (Сууалышмакъ) რიტუალი, რომლის დროსაც თავსაფრიან სახედარს სარკეში ჩაახედებდნენ, შემდეგ, აულის შემოტარების პროცესში, წყალს ასხამდნენ. მდინარესთან შეკრებილი მოხუცები კი სარი ბუღა დუდეჲს მიმართავდნენ:

ეი, ასხი, ასხი,
ეი, ასხი, ასხი,
ეი, ასხი, ასხი,
სარი ბუღა დუდეჲ.
მოდიხარ, მოდიხარ, მოდი დუდეჲ,
მოდიხარ, მოდიხარ, მოდი დუდეჲ,
მოდიხარ, მოდიხარ, მოდი დუდეჲ,
ჯაუ-ჯანგური გამოუშვი დუდეჲ.


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები