გოგავა ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 6 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გოგავა ზაზა ზურაბის ძე - (დ. 1971), გენერალმაიორი (2008), გაერთიანებული შტაბის უფროსი (2006-08).
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1994), გაიარა ანტიტერორისტული და კონტრტერორისტული მომზადების კურსები აშშ-ში (1995-2002). მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში (1995-99), ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1999-2004), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაური (2004-06); საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე, შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი (2008-12).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.