გორის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 6 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორის ციხე - ისტორიული ციხე-სიმაგრე გორში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.

წერილობით წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, მაგრამ არქეოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობენ, რომ გამაგრებული პუნქტი ამ ადგილას ძვ.წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეებიდან არსებობდა.

გორის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი იყო, რომლის დაუფლება მთელ შიდა ქართლზე ბატონობას ნიშნავდა. ამიტომ გორის ციხისათვის მრავალი ბრძოლაა გადახდილი.

XVI საუკუნის იმ მონაკვეთში, როდესაც თბილისს უცხოელი დამპყრობლები აკონტროლებდნენ, გორი, ფაქტობრივად, ქართლის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ ყოფილა განახლებული და გადაკეთებული. დღევანდელი სახე მან 1774 წელს მიიღო, როდესაც, ერეკლე II -ის ბრძანებით, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები