სოზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოზარ-ი (ბალყ-ყარაჩ. Созар) – ბალყარულ-ყარაჩული ეპოსის პერსონაჟი, გეზოხის ვაჟი, აყსაყ-თემირის აღზრდილი, მამის მკვლელის მდევნელი. იტაცებს ცხენთა რემას, რომლის დაცვა ჭექა-ქუხილის ღმერთმა ელიამ სოზარის მოსისხლეს – თემირ-ჩოქს – დაავალა. ამ უკანასკნელის დაუდევრობით განრისხებულ ღვთაება თემირ-ჩოქს მეხით კლავს.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017