ყუზჟინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყუზჟინ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къузжын) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ემეგენთა (დევთა) წინამძღოლი. ნართები ემეგენებს მოტყუებით ერთმანეთს უპირისპირებენ და ბრძოლის შემდეგ მათგან ცოცხალი მხოლოდ ყუზჟინი რჩება. გადაურჩება რა სიკვდილს, ჲორჲუზმექი კვლავ მოდის ყუზჟინთან, რომელიც მას გამოქვაბულში ჩაკეტავს. საბოლოოდ ნართი აბრმავებს მძინარე დევს და კლდიდან აგდებს.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017