გამაგრებული ბანაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 29 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამაგრებული ბანაკი – ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც მოწყობილია ჯარების თავმოყრისათვის (განლაგებისათვის), მომზადებულია მოწინააღმდეგის თავდასხმის მოსაგერიებლად და წარმოადგენს საწყის პუნქტს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად; საველე სიმაგრეების ერთ-ერთი პირველი სახეობა. ჰქონდათ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში, ხოლო მოგვიანებით – სხვა სახელმწიფოებსა და ხალხებსაც. XV-XVII საუკუნეებში ფართოდ გამოიყენებოდა მოძრავი გამაგრებული ბანაკები (ვაგენბურგები). XVII-XIX საუკუნეებში არსებობდნენ როგორც საბრძოლო პოზიციები მთავარ მიმართულებებზე. XX საუკუნის დამდეგიდან აღარ გამოიყენებოდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები