დასაზიანებელი სივრცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:00, 30 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დასაზიანებელი სივრცე - სივრცე (ადგილმდებარეობის მონაკვეთი), რომლის ფარგლებშიც მიზანი შეიძლება დაზიანებულ იქნეს პირდაპირი მოხვედრით ან მოცემული საცეცხლე პოზიციიდან ჭურვის, ტყვიის სროლით. დასაზიანებელი სივრცე, ჩვეულებრივ, განისაზღვრება ისეთ სიშორეზე სროლისას, რომელიც აღემატება პირდაპირი გასროლის სიშორეს. დასაზიანებელი სივრცის სიღრმე დამოკიდებულია მიზნის სიმაღლეზე, ტრაექტორიის დაქანებაზე, ადგილმდებარეობის დახრილობის კუთხესა და სხვა პარამეტრებზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017