დატენის სიმჭიდროვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 30 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დატენის სიმჭიდროვე - მუხტის მასის შეფარდება საარტილერიო ქვემეხის მუხტის კამორის მოცულობასთან. რაც უფრო მეტია დატენის სიმჭიდროვე, მით მეტია წნევა ლულის არხში და ჭურვის საწყისი სიჩქარე. ლულიანი არტილერიისთვის დატენის სიმჭიდროვე უდრის 0,4-0.8 კგ/დმ3 .
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017