გამკვეთი დარტყმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გამკვეთი დარტყმა – შეტევის დროს ჯარების საომარი მოქმედების ხერხი, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ოპერატიულ–სტრატეგიული მასშტაბით და გულისხმობს მოწინააღმდეგის დაჯგუფების იზოლირებულ ნაწილებად დაშლას შემდგომში მათი ცალცალკე განადგურების მიზნით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.