დევნის უფლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დევნის უფლება - საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმა, რომლითაც რეგლამენტირებულია ზღვისპირა სახელმწიფოს სამხედრო ხომალდების (საფრენი აპარატების) მიერ ამ სახელმწიფოს წყლის სივრცეების რეჟიმის დამრღვევი უცხოური გემების დევნა და დაკავება ღია ზღვაში.
დევნა მართლზომიერია, თუ იგი დაიწყო დამრღვევი გემის მეორე სახელმწიფოს წყლის სივრცეებში ყოფნისას და განუწყვეტლივ გრძელდება ღია ზღვაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017