დესანტის გადასხმის რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დესანტის გადასხმის რაიონი - სანაპიროს ნაწილი მიმდებარე აკვატორიითურთ, სადაც გადასხამენ საზღვაო დესანტს და მოქმედებენ მისი გადასხმის უზრუნველმყოფი ხომალდები.

მოიცავს: გადასხმის ძირითად და სათადარიგო მონაკვეთებს, ცეცხლით მხარდამჭერი ხომალდების მანევრირების რაიონს, გადასხმის ძალების ტაქტიკური გაშლის რაიონს, ტრანსპორტიდან დესანტის გადასხმის საშუალებებზე ჯარების გადასხმის, სამხედრო ტექნიკის და მატერიალური საშუალებების გადატვირთვის რაიონს, გადასხმის პუნქტებში გადაადგილებისთვის სადესანტო გემებისა და გადასხმის საშუალებების ფორმირების რაიონს.

დესანტის გადასხმის რაიონში საზღვაო დესანტის გადასხმისთვის იშლება ბაზა


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები