დეტონაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეტონაცია(ფრანგელი détoner – აფეთქება < ლათინური detono ვგრგვინავ)

1. ასაფეთქებელი ნივთიერებების ქიმიური გარდაქმნის პროცესი, რომელიც მასზე ვრცელდება ზებგერითი სიჩქარის მქონე (9000 მ/წმ-მდე მკვრივ და თხევად ასაფეთქებელ ნივთიერებებში და 4000 მ/წმ-მდე აიროვანში) დეტონაციური ტალღით და თან ახლავს ენერგიისგან გათავისუფლება.

დეტონაციის დროს უეცრად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მაღალი წნევის მქონე აირები (მაგალითად, ტროტილისთვის დაახლოებით 20 გეგაპასკალი), რომელთა გაფართოების შედეგად ხდება აფეთქება.


2. სათბობის ნარევის სწრაფი, აფეთქებასთან მიახლოებული წვის პროცესი ნაპერწკლით ანთების შიდა წვის დგუშიან ძრავებში (10-20 მ/წ ნორმის ნაცვლად აღწევს 1500-2500 მ/წმ).

დეტონაცია ნარევში ორგანული მინარევების კრიტიკული კონცენტრაციის დაგროვებისას წარმოიქმნება. დეტონაციის შემცირების მიზნით საწვავში ანტიდეტონატორებს ამატებენ (მაგალითად, ტეტრაეთილოტყვიას).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები