განიარაღების კონფერენცია
განიარაღების კონფერენცია - მუდმივმოქმედი საერთაშორისო ორგანო გამალებული შეიარაღების შეზღუდვის საკითხებზე მოლაპარაკებისა და შეთანხმებების შემუშავებისთვის.
შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის პირველ სპეციალურ სესიაზე, რომელიც 1978 წელს განიარაღების საკითხებზე გაიმართა; ფუნქციონირებს ჟენევაში. 1984 წლამდე ეწოდებოდა განიარაღების კომიტეტი. მისი წინამორბედი 1957-78 წლებში იყვნენ: 10 სახელმწიფოს განიარაღების კომიტეტი, 18 სახელმწიფოს განიარაღების კომიტეტი, განიარაღების კომიტეტის თათბირი.
განიარაღების კონფერენციის შემადგენლობა: 5 ბირთვული სახელმწიფო (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) და სამხედრო თვალსაზრისით მძლავრი მთელი რიგი სახელმწიფოები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.