დუმანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დუმანი (თურქული-მონღოლური tumen – ათი ათასი), მონღოლთა ლაშქრის უმაღლესი ოპერატიულ-ტაქტიკური შენაერთი XIII-XIV საუკუნეებში, რომელიც ითვლიდა 10 ათ. მხედარს.
დუმანი აღნიშნავდა აგრეთვე ტერიტორიას, რომლის მოსახლეობას 10 ათასი მოლაშქრის გამოყვანა შეეძლო. მაგალითად, მონღოლთა მიერ დამორჩილებული საქართველო XIII საუკუნის 40-იან წლებში რვა დუმნად იყო დაყოფილი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017