ეგვიპტის ექსპედიცია 1798-1801

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 8 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტის ექსპედიცია 1798-1801 - ფრანგული არმიის ლაშქრობა გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ეგვიპტის დაპყრობისა და ინგლისის ინდოეთთან დამაკავშირებელი კომუნიკაციების დარღვევის მიზნით.

1798 წლის ივნისში ფრანგები (38 ათ. კაცი) ალექსანდრიასთან გადასხდნენ, ქაიროსთან, ე.წ. პირამიდებთან, ბრძოლაში სძლიეს მამლუქთა ლაშქარს და ეგვიპტე ხელთ იგდეს, მაგრამ საფრანგეთისგან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ, ვინაიდან ფრანგული ფლოტი ინგლისელებმა გაანადგურეს საზღვაო ბრძოლაში აბუკირთან (1798 აგვისტო). 1798 წლის სექტემბერში ომში ოსმალეთი ჩაება. სირიაში უშედეგო ლაშქრობის შემდეგ (1799) და საფრანგეთში შიდაპოლიტიკური მერყეობის გამო, ბონაპარტმა არმია მიატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. 1801 წელს ფრანგული არმიის ნარჩენები ეგვიპტეში მოწინააღმდეგეს დანებდნენ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები