ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის მობილური ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 8 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის მობილური ძალები - მცირერიცხოვანი მრავალეროვნული ძალები, რომლებიც დაწესებულ ვადებში ევროპაში მოკავშირე გაერთიანებული სარდლობის რეგიონის ნაწილში საფრთხის შემთხვევაში შესაძლოა გაიგზავნოს.

ძალების შტაბი მდებარეობს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში. მათი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური კავშირისადმი სოლიდარობის დემონსტრაცია, მისი უნარი და სიმტკიცე წინ უნდა აღუდგეს ნატოს ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ყველა სახის აგრესიას.

მობილური ძალების შემადგენლობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ჩარჩოებში ახალი როლის შესაბამისია. ისინი მოიცავენ საავიაციო და სახმელეთო ელემენტებს, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობენ ნატოს წევრი უმეტესი ქვეყნები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები