საბრძოლო მასალების სიძლიერე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 12 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მასალების სიძლიერე – მიზანზე საბრძოლო მასალების მოქმედების ეფექტურობის მაჩვენებელი. საბრძოლო მასალების ტიპის მიხედვით მათი მოქმედება ფასდება:

  • ფუგასური – ღრმულის მოცულობით გრუნტში (1 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე საშუალოდ 1 მ3 გრუნტის ამოყრა), ჭარბი წნევის და დარტყმითი ტალღის იმპულსის სიდიდეებით;
  • მსხვრევადი – დაზიანების დაყვანილი ზონის ფართობით, გაანგარიშებული მომაკვდინებელი ნამსხვრევების რაოდენობის, მასის და გაფანტვის რადიუსის გათვალისწინებით, ე.ი. ნამსხვრევებით არანაკლებ 4 გ და 100 ჯ კინეტიკური ენერგიით;
  • ჯავშანგამტარი (დამრტყმელი, კუმულაციური) – დასანგრევი ჯავშნის (წინაღობის) სისქით;
  • ცეცხლგამჩენი – შეზავებული შემადგენლობის წვის ტემპერატურით;
  • მანათობელი – შუქის ძალით და ადგილმდებარეობის განათების ხანგრძლივობით;
  • საკვამლე – არაგამჭვირვალე ფარდის სიგრძით და კვამლის წარმოქმნის დროით.


ძირითადი საბრძოლო მასალების ეფექტურობის საერთო მაჩვენებელს მიზნის დაზიანების ალბათობა წარმოადგენს. ბირთვული საბრძოლო მასალების სიძლიერე ტროტილური ეკვივალენტით ფასდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები