ვახტანგ გორგასალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ I - გორგასალი, ქართლის მეფე (დაახლოებით 449–502) და მხედართმთავარი. ტახტზე ავიდა როგორც ირანის ვასალი. იბრძოდა სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის; ქვეყნიდან გააძევა მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი და ქართლის ეკლესიას სათავეში კათალიკოსი ჩაუყენა. მის დროს განაშენიანდა თბილისი და შემზადდა ნიადაგი მცხეთიდან დედაქალაქის გადმოსატანად.

458 წელს ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში; V საუკუნის 50–60-იან წლებში ეომებოდა ბიზანტიელებს. ვახტანგ I მძიმე ბრძოლას აწარმოებდა ქართლის გასათავისუფლებლად სპარსელთა ბატონობისაგან. მისი პირველი აჯანყება ირანის წინააღმდეგ მოხდა 482-84 წლებში, როდესაც ქართლელები იბრძოდნენ სომხების მხარდამხარ ბრძოლებში ჭარმანაინის ველზე (483) და მცხეთასთან (484); მეორე აჯანყება – 502 წლის ახლოს (ბრძოლა უჯარმასთან). დაიღუპა ირანელებთან ომში. ვახტანგ I დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები