საბრძოლო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო სარკინიგზო სარაკეტო კომპლექსი – სარკინიგზო ბაზირების მოძრავი სტრატეგიული სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი. წარმოადგენს სპეციალურ სარკინიგზო შემადგენლობას, რომლის ვაგონებშიც განლაგებულია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, გაშვების მართვის პუნქტები, დაცვის საშუალებები, ტექნოლოგიური და ტექნიკური სისტემები, პირადი შემადგენლობა და სასიცოცხლო სისტემები.
რაკეტების გაშვება შეიძლება ხდებოდეს, როგორც მუდმივი დისლოკაციის პუნქტიდან, ისე პატრულირების მარშრუტების მონაკვეთებიდან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017