ვერტიკალურად აფრენისა და დაფრენის თვითმფრინავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვერტიკალურად აფრენისა და დაფრენის თვითმფრინავი - თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია აფრენა და დაფრენა გაქანებისა და გარბენის გარეშე. ამ დროს ამწევი ძალა იქმნება ძალური დანადგარის ჯამური ვერტიკალური მდგენელით.
ვერტიკალური აფრენა და დაფრენა ხორციელდება:
- ტურბორეაქტიული ამწე-სამარშო ძრავით მოსახვევი მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს წევის ვექტორის გადახრას 900-მდე თვითმფრინავის გასწვრივი ღერძის მიმართ;
- სპეციალური ძრავით, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ აფრენის და დაფრენის დროს;
- ფუზელაზში ან ფრთებზე მბრუნავ განდოლებში მოთავსებული რეაქტიული ძრავით;
- ტურბოსავენტილაციო აგრეგატით და ეჟექტორული დანადგარით, რომლებიც მუშაობენ სასამარშო ძრავიდან ართმეული გაზებით.
ვერტიკალურად აფრენისა და დაფრენის თვითმფრინავის ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს უნარი შეასრულოს ფრენები მოუმზადებელი შეზღუდული ზომის, ფრონტის ხაზის სიახლოვეს განლაგებული მოედნებიდან, ხომალდების გემბანებიდან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017