ვიკინგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიკინგები - (შვედური vike - ზღვაში გასვლა), სკანდინავიელების (დანიელები, ნორვეგიელები, შვედები) საზღვაო ლაშქრობების მონაწილენი VIII-XI საუკუნეებში. დასავლეთ ევროპაში მათ უწოდებდნენ ნორმანებს, რუსეთში – ვარიაგებს, ბიზანტიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) – ვარანგებს.
ვიკინგების ლაშქრობათა მიზანი იყო ახალი მიწების აღმოჩენა და მათი კოლონიზაცია, ვაჭრობის განვითარება, მეკობრეობა და ყაჩაღური თავდასხმები სანაპირო ოლქებზე.
ვიკინგების სამხედრო ხელოვნების თავისებურებები: თავდასხმის მოულოდნელობა, სამხედრო რაზმების სწრაფი მოქმედებები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017