საბრძოლო სიმძლავრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო სიმძლავრე - გამანადგურებელი და/ან დამანგრეველი საშუალებები, რომელთაც იყენებენ საბრძოლო ქვედანაყოფები. სახმელეთო ჯარებისთვის არის მანევრის, ცეცხლის სიმძლავრის, დაცვის და ხელმძღვანელობის ეფექტური, კომბინირებული გამოყენების საშუალება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017