საბრძოლო შერწყმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო შერწყმა – სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა ქვედანაყოფის (ხომალდის, ნაწილის, შენაერთის, შტაბის) შემადგენლობაში ბრძოლის დროს. მისი მიზანია ფუნქციური ამოცანების შესრულებისთვის შეთანხმებული ერთობლივი მოქმედების, ჯგუფური შეიარაღების და ტექნიკის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება. ხორციელდება ტაქტიკურ-სამწყობრო, ტაქტიკური, ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნებისა და სწავლების, ფრენის, ლაშქრობის, საბრძოლო სროლის და ა.შ. დროს. საბრძოლო შერწყმის საბოლოო მიზანია ქვედანაყოფის (ნაწილის, ხომალდის, შენაერთის, შტაბის) საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მომზადება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017


კატებორია: სამხედრო სწავლებები კატებორია: სამხედრო განათლება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები