საბრძოლო ჩაწყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო ჩაწყობა – საბრძოლო მანქანის მოწყობილობების და მექანიზმების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა დატენის ხაზზე საბრძოლო მასალების განლაგება; დატენის ავტომატის შემადგენელი ნაწილი. ზოგჯერ გვხვდება სხვადასხვა კონსტრუქციის არამექანიზებული საბრძოლო ჩაწყობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017