ზღვის ავადმყოფობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 15 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღვის ავადმყოფობა - რწევა, ადამიანის ორგანიზმის ავადმყოფური რეაქცია, ხომალდის (გემის) რწევაზე, საფრენი აპარატის ფრენაზე, როდესაც ისინი სივრცეში ზღვაზე, ან ჰაერში მკვეთრად იცვლიან მდგომარეობას. ასევე - უსწორმასწორო გზებზე საავტომობილო და სხვა სახის სახმელეთო ტრანსპორტით სწრაფი სვლის დროს. ადამიანების 90% აქვს მიდრეკილება ზღვის ავადმყოფობისკენ.
განასხვავებენ გამოკვეთილს (ნერწყვის მკვეთრი გამოყოფა, გულისრევა) და ფარულს (აპათია, შრომისუნარიანობის დაქვეითება).
პირველადი დახმარება: მწოლიარე მდგომარეობა, სუფთა ჰაერი, სოდიანი სითხის უხვი რაოდენობით მიღება და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017