საგზაო ნაწილები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგზაო ნაწილები – შედის საგზაო ჯარების შემადგენლობაში და განკუთვნილია სამხედრო-საავტომობილო გზების და მცირე ნაგებობების აღდგენისა და მშენებლობისათვის. საგზაო ნაწილები მონაწილეობენ გზების საექსპლოატაციო მოვლა-შენახვის დიდი მოცულობის სამუშაოებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017