საგზაო ქსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგზაო ქსელი – ადგილმდებარეობის გარკვეულ რაიონში (ზოლში) არსებული ან მოსაწყობი ურთიერთდაკავშირებული სარკინიგზო და საავტომობილო გზების სისტემა. საგზაო ქსელის განვითარებას ახასიათებს სიმჭიდროვე (თითოეული სახეობის გზის საშუალო სიგრძე კილომეტრობით 100 კვ.კმ ფართობზე).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017