საგზაო-საკომენდანტო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგზაო-საკომენდანტო სამსახური – საკომენდანტო სამსახურის ნაირსახეობა, რომელიც ეწყობა სამხედრო-საავტომობილო გზებზე ჯარების მოძრაობის უწყვეტი გადაადგილების, ამ გზებზე დისციპლინის დამყარების, საგზაო მოძრაობის წესების და შენიღბვის ღონისძიებების კონტროლის მიზნით. საგზაო-საკომენდანტო სამსახური ხორციელდება სამხედრო პოლიციის ნაწილების (ქვედანაყოფების) ძალებითა და საშუალებებით. ამასთან გზებზე ინიშნება საგზაო-საკომენდანტო მონაკვეთები, იხსნება სადისპეტჩერო პუნქტები, რეგულირების საგუშაგოები და უზრუნველყოფის პუნქტები (სასურსათო, გასამართი, ტექნიკური და სამედიცინო დახმარების, დასვენების და სხვა).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017