თავს დაცემის სიმჭიდროვე (საჰაერო, სარაკეტო, კოსმოსური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 28 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავს დაცემის სიმჭიდროვე (საჰაერო, სარაკეტო, კოსმოსური) - მოწინააღმდეგის თვითმფრინავების (უპილოტო საშუალებების), რაკეტების, კოსმოსური თავდასხმის საშუალებების რაოდენობა, რომელიც, დროის ერთეულში საჰაერო თავდაცვის შენაერთის ან ჯარების დაჯგუფების საზღვრებში შედის. შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე რაიმე მიმართულების ან ზონის მიმართ (გამანადგურებელი ავიაციის მოქმედების, საზენიტო-სარაკეტო ჯარების ცეცხლის, რადიოლოკაციური აღმოჩენის, რადიოელექტრონული ჩახშობის).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017